ევროკომისიამ სომხეთის ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

ევროკომისიამ სომხეთის ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

გეგმა ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც სომხეთმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე უნდა დააკმაყოფილოს.

ამასთან, გეგმა ითვალისწინებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

„ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს, რათა დაადასტუროს სამოქმედო გეგმაში დადგენილი კრიტერიუმების თანმიმდევრული და ეფექტური განხორციელება, მათ შორის რეგულარული ანგარიშების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები