ანჯელინა ჯოლი ხერსონში ჩავიდა
ამერიკელი მსახიობი, მოდელი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი უკრაინაში საქველმოქმედო დახმარების პროგრამის ფარგლებში იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებებს ესტუმრა.
ამასთან, მედიაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ანჯელინა ჯოლი ბავშვებთან ერთად თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ეს მსახიობის პირველი ვიზიტი არ არის. მანამდე ჯოლი ლვოვს ეწვია, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.