ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

Damaged houses after Typhoon Kalmaegi in Talisay, Cebu province, the Philippines on Nov. 5. Photographer: Jam Sta Rosa/AFP/Getty Images

ფილიპინებში, ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა, ათობით პირი კი, დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „კალმაეგი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფილიპინებზე ყველაზე მომაკვდინებელი შტორმი გახდა.

ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ სახლები დატბორა.

ამასთან, ტაიფუნმა, რომელსაც ადგილობრივები „ტინოს“ სახელით იცნობენ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადასახლება გამოიწვია.

კატასტროფების რეაგირების სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი სებუს ცენტრალურ პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის ბოლოდროინდელ მიწისძვრას და რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები