ივანე ჩხაიძე: ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული

ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება. ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები