საქართველომ ფრანკფურტში უკრაინელების მხარდასაჭერი კონცერტი გამართა

  უკრაინის მხარდასაჭერად ფრანკფურტის ოპერის თეატრის დასმა კონცერტი გამართა. მხარდასაჭერ აქციას უკრაინის გენერალური კონსული, საქართველოს ელჩი გერმანიაში და რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა დაესწრო.
ქართული სათვისტომოს ინიციატივით ორკესტრს იოსებ სტალინის შვილთაშვილი სოსო ჯუღაშვილი დირიჟორობდა. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, მათ ამით თავიანთი წვლილი შეიტანეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში.
აქცია ფრანკფურტის ქართულ-გერმანული ეკონომიკური და კულტურული ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები