შალვა პაპუაშვილი: „ისფედი“ თაღლითური ორგანიზაციაა

,,თაღლითურ ორგანიზაცია „ისფედს“ რომ აფინანსებს ბრიუსელი ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ეს ადასტურებს, რომ ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ისფედი“ USAID-თან ერთად 2020 და 2024 წლებში საქართველოს მოსახლეობას ატყუებდა იმისთვის, რომ აეყირავებინათ ხელისუფლება და არჩევნები.

„ისფედი“ თაღლითური ორგანიზაციაა, რომელმაც ჯერ 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა თავის დონორთან, USAID-თან ერთად, რომელსაც კრიმინალი უწოდა ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. მალავდნენ ნამდვილ შედეგებს და ქართველ ხალხს გვატყუებდნენ როგორც „ისფედის“, ისე USAID-ის ის ამერიკელი და ქართველი თანამშრომლები, რომ რამენაირად აეყირავებინათ ხელისუფლება და არჩევნები. 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები, რაზეც ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია და ის, რომ არ გამოექვეყნებინათ ეს შედეგები, მათ უკარნახა მისმა დონორმა. ესეც საინტერესოა, ამაზეც უნდა ისაუბროს „ისფედმა“, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩართული იყვნენ თუ არა ამაში მისი დონორები და აიძულეს თუ არა, თუ მოუწოდეს თუ არა, თუ მათი კარნახიც იყო თუ არა, ამ შედეგების არგამოქვეყნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები