შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩის ვიზიტი ყვარელში, ზუსტად ამის ჩვენება იყო, რომ ის ამხნევებს იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების მოქმედებას მიესალმებიან

„ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩის ვიზიტი ყვარელში, ზუსტად ამის ჩვენება იყო, რომ ის ამხნევებს იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების მოქმედებას მიესალმებიან,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიანიშნებს მცდელობაზე, რომ დააზიანონ ქართული საზოგადოება.

„რაც შეეხება, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩს საქართველოში – ჩვენ ვხედავთ, რომ ის წინასაარჩევნო პროცესშიც აქტიურად ჩართული იყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში და არჩევნების შემდეგაც ვხედავთ მის დამოკიდებულებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ არის მხარდაჭერა ძალადობის, მხარდაჭერა იმ დეზინფორმაციის და პროპაგანდის, რომელიც ვრცელდება და ზუსტად ასე განვიხილავ მე მის ყოფნას ყვარელში, იმ ორგანიზაციაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უცხო ქვეყნების მოქმედებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილია მოქალაქეობით, ეროვნებით ქართველი ადამიანი როდესაც ხარობს, რომ ლაშა ტალახაძეს უწესებს სანქციას რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩის ვიზიტი ყვარელში, ზუსტად ამის ჩვენება იყო, რომ ის ამხნევებს იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების მოქმედებას მიესალმებიან, აგულიანებს, აფინანსებს ახალისებს და საბოლოო ჯამში ამით აზიანებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოებას. ამიტომ მე ამ ყველაფერს ვუყურებ როგორც მცდელობას, რომ დააზიანონ ქართული საზოგადოება. ხანდახან თვითონ ირონიით რომ საუბრობენ, რომ თითქოს ყალბი ბრალდებაა რომ ქართველობას გვაკარგვინებს – აბა, სხვა რა არის, როდესაც ადამიანი ხარობს, რომ ლაშას ტალახაძეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ასანქციერებს, სხვა რა არის თუ არა დაკარგვა ყოველგვარი კავშირისა საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ქვეყანასთან საკუთარი საზოგადოებასთან და ასეთ უსამშობლობას ახალისებს მათ შორის ასეთი ქცევები, როდესაც ტაშს უკრავენ, აფინანსებენ და გვერდში უდგებიან მათ, ვინც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები