თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ მიღებული აქვთ დავალება, რომ საქართველოში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს

,,მათ წინა არჩევნებზე ის დავალება ჰქონდათ, რომ რევოლუციური სიტუაცია შეექმნათ, არეულობა შემოეტანათ საქართველოში და ქვეყანა საომარ და ეკონომიკურ ავანტიურაში ჩაეთრიათ. ის დავალება ახლაც ძალაშია და იმავეს აკეთებენ”, – ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა.

„ეს ხალხი არ არის მოწადინებული, რომ კანონიერ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. მათ მიღებული აქვთ დავალება, რომ საქართველოში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, გამორიცხულია. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები