,,არსებობს ეჭვი და შესაძლებლობა, რომ ისინი [„სამართლიანი არჩევნები“] ცდილობენ რაღაც მანიპულაციები განახორციელონ მათ მიერ გამოსაქვეყნებელ მონაცემებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
„ეს კიდევ ერთხელ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნას, სადაც თითქოს ოპოზიცია არის გამარჯვებული. ოპოზიციას ჰყავს ჩამოყალიბებული ხელისუფლება და ისინი ცდილობენ გარკვეული სიმულაცია შექმნან, სადაც საკუთარ მნიშვნელობას და საკუთარ ფასს გაუსვამენ ხაზს, თუმცა ეს ქმედებები უკვე ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის. მმართველმა გუნდმა ისინი უკვე რამდენჯერმე ამხილა“, – აღნიშნავს ჩოჩია.