„ნატოს კარი არასდროს გაღებულა“ – მაკა ბოჭორიშვილი 2008 წელს ალიანსის მიერ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღების შესახებ დაპირებას EFE-სთან ინტერვიუში იხსნებს

ნატოში გაწევრიანება რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე გაიხსენა 2008 წელს ალიანსის მიერ გაკეთებული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის კარის გაღების შესახებ და განაცხადა, რომ „ეს კარი არასდროს გაღებულა“.

„გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებადი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც სააგენტო EFE აღნიშნავს, როდესაც ახლახან აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატოში არ არის, საქართველომ „მარტივი გაკვეთილი გამოიტანა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები