მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას

,,საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში […] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები