კრის ბოტი საქართველოშია

“გრემის” მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი უკვე საქართველოშია. იგი თბილისში ხვალ, სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასის” ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის.
“არტპალასის” ინფორმაციით, კომპანიაში გაერთიანებულია 7 მიმართულება: სარეკლამო სააგენტო, ივენთჯგუფი, ხმის ჩამწერი სტუდია, ფროდაქშენი, ტურისტული სააგენტო, სახელოვნებო კოლეჯი, არტკაფე.
“ამ ცენტრისთვის სპეციალურად აიგო უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვილი ათსართულიან შენობა. საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, კომპანია ,,არტპალასის” გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, ,,გრემის” მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. იგი კომპანიის პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საზეიმოდ გახსნის ,,არტპალასის” შენობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები