თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

  11 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ცერემონიალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, 2014 წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში – 11 – 18 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები