პრემიერა “მდგმური” – პირველად ქართულ სცენაზე
26 იანვარს, თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლ “მდგმურის”პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ივანე ტურგენევის პიესის («Нахлебник») მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კ.მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, ა.წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატი ნუგზარ ლორთქიფანიძე. დადგმაში მონაწილეობენ: მიხეილ არჯევანიძე, ნათია მელაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ზურაბ ჭიპაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, ნანა დარჩიაშვილი, მედეა მუმლაძე და სხვები. სპექტაკლი ივანე ტურგენევის დაბადების 195-ე და ნაწარმოების შექმნის 165-ე წლისთავს ეძღვნება.