პესკოვი: რუსეთი არასოდეს არ განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის საკითხს

რუსეთს არასოდეს არ განუხილავს და არც განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის საკითხს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადების პასუხად აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის ვლადიმირ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები