შვედი ქალი “ეზიდი მონების” ყოლის გამო გაასამართლეს
შვედეთის სასამართლომ 52 წლის ქალი სირიაში ეზიდი მონების ყოლის გამო დამნაშავედ ცნო გენოციდში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა და ომის დანაშაულებში და მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლინა იშაქს, სირიის ქალაქ რაქაში ეზიდი მონები ჰყავდა მაშინ, როდესაც ქალაქს ტერორისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფო (ISIS) მართავდა.
არსებული ინფორმაციით, მის სახლში ეზიდი ქალები და ბავშვები 5 თვე ცხოვრობდნენ, მათ ისლამურ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღებასა და სხვადასხვა დავალებების შესრულებას აიძულებდნენ, ხოლო შემდეგ იშაქმა ისინი ISIS-ის სხვა წევრებს გადააბარა.