„CinéDOC–Tbilisi 2014“

14 ოქტომბერს, სტარტს აიღებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი „CinéDOC–Tbilisi“, რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება. 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს,რომლებიც ქართული რეალობისთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემებს შეეხება. წელს ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე დოკუმენტური ფილმი, მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. წლევანდელი გამოშვების დროს მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „Another City“, ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი: „The Ruler“ და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი „ბიბლიოთეკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები