ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ ხმების უმრავლესობა აიღო,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, გამარჯვებულმა პარტიამ ვერ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, შესაბამისად, პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს.
საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველმა “სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” ხმების 41,3% მოიპოვა, მეორე ადგილზე “დემოკრატიული პარტია” იყო 21,8%-ით, ხოლო “დემოკრატიული ლიგა” 17,8%-ით. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 88%.
მედიის ვარაუდით, მალევე დაიწყება კოალიციის მოლაპარაკებები, თუმცა უცნობია, რომელ პარტიასთან ან პარტიებთან გაერთიანდება “სოციალურ-დემოკრატიული პარტია”.