დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
“გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს”,- ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა.
მისივე შეფასებით, სისხლიანი 9 წლის ერთ-ერთი შემოქმედი მორალს არ უნდა კითხულობდეს.
„გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს.
ეს არის ადამიანი, რომელიც იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა. მაშინ სად იყო მისი ჰუმანიზმი? მაშინ რატომ არ მოუწოდებდა არავის „არ მოკლა“?
ცინიზმია, ბარამიძე რომელიც სისხლიანი 9 წლის ერთ ერთი შემოქმედი გახლავთ, გამოდის და მორალს გვიკითხავს.
რაც შეეხება ცხოველებს, საქართველოში ცხოველებს (ძაღლებს) არავინ კლავს, შესაბამისი დაწესებულებები სტანდარტული ვეტერინარული პრაქტიკით მოქმედებები, დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და უკან გაშვება.“ – წერს ჩიხელიძე.