თელავის მუნიციპალიტეტში ნიღბიანმა ქალებმა თანასოფლელ ქალს სცემეს და დააყაჩაღეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ნიღბიანმა ქალებმა თანასოფლელ ქალს სცემეს და თანხა გასტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა. თავდამსხმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ და 8000 ლარამდე თანხა გასტაცეს.

დაშავებული ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანებებით, კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები