სასწავლო პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ ფარგლებში სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობას გაეცნენ

სასწავლო პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ ფარგლებში სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტთან ერთად უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. ასევე, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით არსებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები