FDA-მ წონის კლების ახალი აბი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) წონის კლების ახალი პრეპარატის გამოყენება დაამტკიცა, რომელიც მიღების მოქნილი წესით გამოირჩევა.
პრეპარატი, სახელწოდებით orforglipron, ფარმაცევტულმა კომპანია “ელი ლილიმ” შექმნა. იგი მიეკუთვნება GLP-1 რეცეპტორების აგონისტების ჯგუფს, რომლებიც მადის დაქვეითებასა და წონის კლებას უწყობს ხელს.
ახალი მედიკამენტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ მისი მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში – საკვებთან ერთად ან მის გარეშე, რაც მას პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.
FDA-ს გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკური კვლევების შედეგებს, რომლებმაც აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტურად ამცირებს სხეულის მასას ჭარბწონიან პაციენტებში.
ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პრეპარატი გაიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი გამოყენება დაკავშირებულია შესაძლო გვერდით ეფექტებთან, მათ შორის კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან.
პრეპარატის ბრენდული სახელი Foundayo იქნება და ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თვიური დოზის ფასი 149-დან 349 დოლარამდე იქნება.