ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას, არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა – გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია
ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას.
„უსამშობლოთა გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს აანონსებს აქციას. რაზე დაფუძნებულ აქციას აანონსებს, ვინ აანონსებს, როგორი პოლიტიკური წარსული საზოგადოება აანონსებს? ამ ყველაფერს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხი ხომ უყურებს ამ ყველაფერს. ალბათ მიიღეს დავალება მათი პატრონებისგან. ასევე, აკვირდებიან თუ რა რესურსი აქვთ. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ მათი რესურსი, როგორც კი საკანონმდებლო სივრცით და შემდეგ აღსრულებით შემცირდა ასობით მილიონი დოლარის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ხმარდებოდა იმ დესტრუქციას და ექსტრემიზმს, რომელსაც ვხედავდით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ვნახეთ, როგორ გამოეცალათ ყველანაირი ფუნდამენტი. ფუნდამენტი, რომელიც იდგა სამშობლოს ღალატზე და სამშობლოს გაყიდვაზე და დახელფასებულ პარტაქტივზე.
მოლოდინი გვაქვს ერთადერთი ამ ექსტრემისტებისგან – ექსტრემიზმი. მაქსიმალურად სიტუაციების დაძაბვა, მაქსიმალურად პროვოკაციების მოწყობა, როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებდნენ. განულებულები არიან პოლიტიკურად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა – გარე ძალებზე დაყრდნობით, აქ შენ, მოგიწყონ პროვოკაცია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.