პარიზში ევროპარლამენტის წევრი დააკავეს

პარიზში, ევროპარლამენტის წევრი “საფრანგეთის დაუმორჩილებლობის“ პარტიიდან, რიმა ჰასანი დააკავეს. დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა, თუმცა მოგვიანებით მას ნარკოტიკები აღმოაჩნდა,- ამის შესახებ Le Parisien იტყობინება.

მედიის ცნობით, თავდაპირველად ჰასანი ტერორიზმის გამართლებაში იყო ეჭვმიტანილი. ონლაინ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრის (PNLH) მიერ დაწყებული გამოძიება მის 26 მარტს გამოქვეყნებულ ონლაინ პოსტზე იყო ფოკუსირებული, რომელშიც ნახსენები იყო კოზო ოკამოტო, იაპონელი ტერორისტი, რომელიც ისრაელში, ლოდის აეროპორტზე 1972 წელს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა.

პოლიციაში დაბარების შემდეგ, ჰასანმა, რომელსაც ადრე ისრაელის არმიის მიმართ პალესტინელთა წინააღმდეგობის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ, სოციალური ქსელიდან პოსტი წაშალა.

დაკავების შემდეგ, პოლიციამ მის პირად ნივთებში რამდენიმე გრამი სინთეტიკური ნარკოტიკი აღმოაჩინა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის პატიმრობას.

ნარკოტიკის ზუსტი რაოდენობა და სახეობა არ დაკონკრეტებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები