ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ ბონდი კერძო სექტორში გადაინაცვლებს, რომლის შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
„პემ ბონდი დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარია, რომელიც გასული წლის განმავლობაში თავდადებით მსახურობდა ჩემს გენერალურ პროკურორად. პემმა უდიდესი სამუშაო გასწია მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლის კუთხით, რის შედეგადაც მკვლელობების რაოდენობამ 1900 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე იკლო. ჩვენ გვიყვარს პემი; ის გადაინაცვლებს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ სამუშაოზე კერძო სექტორში, რის შესახებაც ახლო მომავალში გამოცხადდება. ხოლო ჩვენი გენერალური პროკურორის მოადგილე, ძალიან ნიჭიერი და პატივსაცემი იურისტი, ტოდ ბლანში დაიკავებს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.