“TV პირველის” ჟურნალისტებმა: ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს “POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
„TV პირველის“ ჟურნალისტები ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.
“POSTV-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემყარებოდა “კოკა-კოლას” მფლობელ თემურ ჭყონიასთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ჭყონია ადასტურებდა, რომ “TV პირველის” ზემოხსენებულ ჟურნალისტებს ხელფასებს უხდის.
წყარო: postv