ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე
შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
კირცხალია გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ მოვლენებს.
„მივიდნენ კრემატორიუმთან, რომელიც წლებია მუშაობს. ძალიან მოკლე ფეხები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორი მომართულები არიან, მოტივირებულები. ერთი კადრი აიღეს და გადაუღეს კრემატორიუმს, შემდეგ მძინარე ძაღლს, შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე“, – აღნიშნა კირცხალიამ.