ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს წევრი გიორგი იობაშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს წევრი გიორგი იობაშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაბუკაშვილის ქუჩის #183-ის მიმდებარედ მოეწყო სკვერი, შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურით, ასევე, გაკეთდა სრულიად ახალი ორი მინი სპორტული მოედანი, რომლებიც განკუთვნილია კალათბურთისა და ფეხბურთის სათამაშოდ.

„სკვერი განახლდა დადიანის ქუჩაზეც. სკვერში განთავსდა ძელსკამები, მოეწყო განათების და სარწყავი სისტემა, დაირგო დეკორატიული მცენარეები.

აღნიშნული სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაცია იმ დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიხედვითაც ქუთაისის სხვადასხვა უბანში 3 მილიონამდე ლარის ღირებულების 29 სკვერი მოეწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები