მოლდოვა დსთ-ს ტოვებს – ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დსთ-დან (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) გასვლას ითვალისწინებს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იმ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებებისა და დსთ-ის ფარგლებში არსებული სამართლებრივი ვალდებულებების გაუქმებას.
მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ფორმალური პროცედურები, მათ შორის პრეზიდენტის ხელმოწერა და შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა დსთ-ის აღმასრულებელ ორგანოებში.
მოლდოვის მთავრობა აღნიშნულ ნაბიჯს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვასა და ევროინტეგრაციის პროცესთან აკავშირებს.