ლაშა ჯოხაძე – მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ტყუილია, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
ლაშა ჯოხაძე მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას უარყოფს.
„ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?! ვის დასჭირდა?! სისულელეა, რა, აბსურდი. ვიღაცამ ხომ დადო ეს სისულელე, ალბათ, გავარკვევთ ამას“, – ამბობს ლაშა ჯოხაძე.
წყარო: primetime