ჩინეთის პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მოსკოვში აღნიშნავს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის მიძღვნილ ღონისძიებაში, 2025 წლის 9 მაისს,- ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ჩინეთში, იგორ მორგულოვმა განაცხადა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო 9 მაისს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად და, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი მიიწვია ჩინეთში, სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ დღესასწაულებზე“, – განაცხადა მან.

მანამდე კი მედია იუწყებოდა, რომ ჩინეთი იაპონიასთან ომში გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავის აღნიშვნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები