აშშ-მა ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა
მას შემდეგ, რაც მხარეებმა მარტის დასაწყისში დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს, აშშ-მ ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა, – ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.
როდრიგესმა გადაწყვეტილებას “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, აშშ-ვენესუელას ურთიერთობების ნორმალიზაციასა და სხვა სანქციების მოხსნასაც შეუწყოს ხელი.
მედიის თანახმად, სანქციების მოხსნა როდრიგესს საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან და ინვესტორებთან.
შეგახსენებთ, იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მა და ვენესუელამ ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყეს. მარტში მხარეები დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.