ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის დაზიანებას შეგნებულად ცდილობენ
“არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის დაზიანებას შეგნებულად ცდილობენ,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ ჰყავთ სპეკულაციის დამკვეთებიც და მიმღებებიც, რომ რამენაირად, საქართველოსთან მიმართებაში ისეთი შეზღუდვები, ან რაიმე პოლიტიკა გაატაროს დასავლეთმა, რომ საქართველო დააზიანონ. ესენი ფიქრობენ, რომ თუ არ დაზიანდა ქვეყანა, თუ არ შეილახა ეკონომიკური ან მოსახლეობის სხვა ინტერესები და ამით საზოგადოებაში უკმაყოფილება თუ არ დაიბადა, ისე მათ არანაირი პოზიტივი არ აქვთ და მოსახლეობა მათ, როგორც ხელისუფალს ვერ აღიქვამს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.