მათიკაშვილი – ნიდერლანდებში არასამთავრობო ორგანიზაციების სიტყვით გამოსვლაზე: იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ხალხთან იქონიონ კონტაქტი, სხვა გარეშე ძალებიდან ცდილობენ – მიიღონ ენერგია
“ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
„ასე დარბიან ხან ნიდერლანდებში, ხან ბრიუსელში, ხან სხვადასხვა ქალაქში რადიკალები, ქვეყნის მოძულე ძალები და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ხალხთან იქონიონ კონტაქტი და საკუთარი ხალხი დაარწმუნონ მათი შეხედულებების მართებულობაში, რასაც რა თქმა უნდა ვერ შეძლებენ, ისინი სხვა გარეშე ძალებიდან ცდილობენ – მიიღონ ენერგია, რომელიც, პირველ რიგში, მათი დაფინანსებით გამოიხატება, რათა შემდეგ დესტრუქცია, დეგრადირებული დღის წესრიგი საკუთარ ქვეყანაში ანტიქართული მიმართულებით განახორციელონ“, – განმარტავს მათიკაშვილი.