ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნატო-ში აშშ-ს ვერავინ შეცვლის
ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის შეერთებულ შტატებს ნატო-ში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა
კალასმა აღნიშნული კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ქვეყნის ალიანსში მონაწილეობის შეწყვეტას ეხებოდა.
„რა თქმა უნდა, ამერიკელებს ვერავინ შეცვლის, რადგან ნატო ალიანსებზეა აგებული. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები წარმატებული იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის ორმხრივია. პრობლემა სწორედ ეს არის“, – განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიერონ.