საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები