ტრამპი აშშ-ში შემოსულ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი იმპორტის გადასახადს გამოაცხადებს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში შემოსულ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი იმპორტის გადასახადს გამოაცხადებს, რაც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს კანადაზე,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, კანადა და მექსიკა არის აშშ-ის ორი უდიდესი ფოლადის სავაჭრო პარტნიორი, ხოლო კანადა არის ალუმინის, ლითონის ყველაზე დიდი მიმწოდებელი აშშ-ში.

ცნობილია, რომ პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა დააწესა ტარიფები 25%-იანი ფოლადის იმპორტზე და 10%-იანი ალუმინის იმპორტზე კანადიდან, მექსიკიდან და ევროკავშირიდან. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ერთი წლის შემდეგ მიაღწია შეთანხმებას კანადასთან და მექსიკასთან ამ ტარიფების დასრულების შესახებ.

ახლა კი ტრამპმა ახალი გადასახადები გამოაცხადა.

”ნებისმიერ ფოლადს, რომელიც შეერთებულ შტატებში შედის, 25%-იანი ტარიფი ექნება,” – თქვა ტრამპმა.

როგორც “ბიბისი” წერს, ტრამპის ეს ნაბიჯი აღნიშნავს მისი სავაჭრო პოლიტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ესკალაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები