შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
აშშ-ის საგარეო დახმარების სქემების შესახებ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხოურ GONGO-ებთან – Government-organized non-governmental organization – უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – წერს შალვა პაპუაშვილი.