დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ისრაელის დელეგაციას შეხვდება
დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის დელეგაციას შეხვდება. ღონისძიებას დელეგაციის თავმჯდომარე – იოსი დუეკი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკის დელეგაცია საქართველოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოწვევით ჩამოვიდა, ვიზიტი 14 ოქტომბერამდე გასტანს.