თბილისის მე-17 ჯაზფესტივალი
23-27 ოქტომბერს თბილისის მე-17 ჯაზფესტივალი გაიმართება. ჯაზფესტივალზე ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მიწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები, მათ შორის ბექა გოჩიაშვილი, რომელიც სტენლის კლარკის ბენდთან ერთად დაუკრავს.