ზელენსკი – ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს, უკრაინელები მარტო დავრჩით და ჩვენ მარტო ვიბრძოდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ როდესაც კრემლმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგება დაიწყო, მან ევროპასა და აშშ-ს დახმარებისთვის, შეიარაღებისა და სანქციების დაწესების საკითხზე მიმართა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე პირადად მიმართა მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თხოვნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგების საპასუხოდ.

ზელენსკის თქმით, ის მოითხოვდა იარაღის მიწოდებასაც, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

„პარალელურად, მე ვეკითხებოდი ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე. ისინი ყოველთვის უყურებენ ლიდერს, შეერთებულ შტატებს. ასე რომ, ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელები მარტო დავრჩით და ჩვენ მარტო ვიბრძოდით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან რეალური მხარდაჭერის იმედი აქვს.

„პრეზიდენტ ტრამპს თუ სურს, პუტინს აიძულოს მშვიდობის დამყარება, მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს სამართლიანობის მხარეს, უკრაინის მხარეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები