გია ვოლსკი: ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია

“ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იმ მძიმე დღეებში გამოჩნდა თუ სად იდგა საქართველოს მოსახლეობა.

„ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია – გაილანძღება მეუფე შიოც, გაილანძღება ყველა, ვინც აღიარებს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა შესანარჩუნებელი. აქ ყველაფერი ითქმება, რომ ეს არის რუსეთის აგენტურა, რომ რუსეთზე მუშაობს ქართული ეკლესია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამას არ უნდა შევუშინდეთ, მით უმეტეს, როდესაც ვიხილეთ, თუ სად დგას საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები