გიგა ავალიანის დედა დღეს სასამართლოში დაიკითხება
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა დღეს სასამართლოში დაიკითხება.
ამასთან, გუშინ გამართულ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
“სასამართლოში დაიკითხება დაზარალებულის უფლებამონაცვლე – გიგა ავალიანის დედა”, – აცხადებს საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე.
შეგახსენებთ, გიგა ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 4 პირი დააკავეს.