მარიამ ლაშხი: საქართველოს მოკავშირეები ჰყავს არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში, არამედ ამერიკის საერთაშორისო საზოგადოებაში

“საქართველოს მოკავშირეები ჰყავს არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში, არამედ ამერიკის საერთაშორისო საზოგადოებაში,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

“ვხედავთ, რომ საქართველოს მოკავშირეები ჰყავს არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაში, არამედ ამერიკის საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლებიც დემოკრატიული განვითარების საყრდენად ოჯახის გაძლიერების პრინციპებს ემსახურებიან. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ საკითხზე, რომელიც შეეხება საქართველოს მხრიდან 1700 წლის წინ გაქრისტიანების აღნიშვნას და ამ კუთხით ოჯახის კონგრესის დაორგანიზების საკითხზე გვექნება მათთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები