“ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გზავნიან წერილებსა და მოთხოვნებს, რათა საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.
“ყოველდღე ფსკერს ფსკერზე იპყრობენ და ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს ჩვენ მტკიცებულებად გამოგვადგება საგამოძიებო კომისიაში. ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გზავნიან წერილებსა და მოთხოვნებს, რათა საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.