თეა წულუკიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს წარმოდგენილი
“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, პლენარულ სხდომაზე ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს.
“პროცედურა აღიძრა, პროცედურა მიმდინარეობს, ჩვენ მოგვეცა ჩვენი პოზიციის გამოთქმის საშუალება, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ რამდენიმე წუთში ეს არ უნდა წყდებოდეს და ამის შესახებ მე პლენარულ სხდომაზეც, როცა მომეცა გამოსვლის საშუალება, გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, და მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება, გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება. ეს გადაწყდება ოთხშაბათს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი”, – აცხადებს თეა წულუკიანი.