ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში ნამდვილადაა კრიზისი, ოღონდ ლიბერალური დღის წესრიგის უკანასკნელი ამოსუნთქვაა, სოროსის ბოლო ბასტიონი, ექსტრემისტი უმცირესობა სულს ღაფავს
პარტია „ხალხის ძალის” წვერი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებულ კრიზისზე საუბრობს.
ექსპერტი წერს, რომ კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებშია, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატები ამას არ იმჩნევენ. ზურაბ ქადაგიძის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები რადიკალებისა და მათი პატრონების ბოლო ამოსუნთქვაა.
„სოროსის კაპელდინერიც გამოჩნდა…
ევროკავშირის ქვეყნების ნახევარში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, დანარჩენში კი სამთავრობო და საბიუჯეტო კრიზისებია. რუმინეთში სასურველი მთავრობა რომ დაენიშნათ არჩევნები გააუქმეს, კისრამდე კორუფციაში არიან და ბრიუსელის მექრთამე ბიუროკრატები არც კი იმჩნევენ. ცალკე ტრამპი ემუქრებათ ეკონომიკური სანქციებით…
თუმცა, ერთ რამეში მართალს ამბობს – საქართველოში ნამდვილადაა კრიზისი, ოღონდ ლიბერალური დღის წესრიგის უკანასკნელი ამოსუნთქვაა. სოროსის ბოლო ბასტიონი, ექსტრემისტი უმცირესობა სულს ღაფავს.
ასე რომ – დაელოდეთ ბატონო ელჩო, ამათ პოლიტიკურ ქელეხზე, მალე დაგპატიჟებთ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.