“ბრიუსელში მოკალათებულ, „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ვეკითხები – რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვითამაშებთ და ტრამპის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ?!” – მაჭარაშვილი

“ბრიუსელში მოკალათებულ, „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ვეკითხები – რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვუთამაშებთ და ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც უფრო უარეს განცხადებებს აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ხმას ვერ იღებთ?! – ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც კი არის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

„მე მინდა, შევახსენო ბრიუსელში მოკალათებულ ზოგიერთ თანამდებობის პირს, რომელიც უსამართლოდ ებრძვის ისევ საქართველოს სახელმწიფოს, რომ დღეს აბსოლუტურად შეიცვალა მსოფლიო. ის თუ რა არგუმენტების საფუძველზეც თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ შემთხვევაში თუნდაც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით რაღაც შეზღუდვები დააწესოთ ნიშნავს იმას, რომ „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით, იგივე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოთ მაშინ არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ გარკვეული შეზღუდვები დააწესოთ. თუ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, სადაც არა მარტო თქვა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, არამედ სამი თვით საერთოდ შეაჩერა ეს დაფინანსება. ლგბტ კანონთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ ყველას უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ვერავინ გაბედავს იმას, რომ ბაღებში და სკოლებში ასწავლონ ლგბტ და ტრანსგენდერული სიგიჟეები. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მარტო ლგბტ პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებით სკოლაში. და მაშინ რა გამოდის? ბრიუსელში მოკალათებულ იმ ჯერჯერობით კიდევ „ომის პარტიის” წარმომადგენლებს ვეკითხები – რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვეთამაშებით და უფრო უარეს განცხადებებს აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ხმას ვერ იღებთ იმის წინააღმდეგ. ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც არის,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები