ნიკოლოზ სამხარაძე – უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: მასთან ძირითადად საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას
“მასთან ძირითადად საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
„შესაბამისად, ეს არის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უფრო მეტად ცერემონიული უფლებები აქვს. მასთან ძირითადად საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას.
ეს იქნება უფრო მეტად ზოგადი ხასიათის შეხვედრა, სადაც ასევე აზრებს გავცვლით ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად, გლობალურ განვითარებაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.