ლევან მახაშვილი: გეოპოლიტიკურად კრიტიკულ მომენტში მოხარულები ვართ, რომ უნგრეთი არის საქართველოს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი

„გეოპოლიტიკურად კრიტიკულ მომენტში მოხარულები ვართ, რომ უნგრეთი არის საქართველოს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და სწორედ ამაზე იყო ხაზგასმა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დელეგაციას ჰქონდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„უნგრეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრები უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრების გაგრძელება იქნება. შევაჯამებთ რა გავიარეთ და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ როგორც ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმაოთ, ასევე მომზადებული შევხვდეთ მათ შორის ამერიკის საგარეო პოლიტიკის გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები